მომხმარებლის სახელმძღვანელო

კარი III . წერილობითი კორესპონდენცია / თავი 4. მარტივი წერილობითი კორესპონდენციის მიღება/გაგზავნა და ჩაბარება
მუხლი 10. მარტივი წერილობითი კორესპონდენციის მიღება/გაგზავნის და ჩაბარების ვადები

10.1. საერთაშორისო შემომავალი და ადგილობრივი  წერილობითი კორესპონდენ- ციის საქართველოს ტერიტორიაზე ჩაბარების (შეტყობინების დატოვების) ვადები

10.1.1.  საერთაშორისო შემომავალი და ადგილობრივი წერილობითი კორესპონდენციის საქართველოს ტერიტორიაზე ჩაბარების (შეტყობინების დატოვების) ვადებია:

 

  3 (სამი)სამუშაო დღე მისი მიღებიდან - გარდა სპეციალურ ადმინისტრაციულ ერთეულში მიღებული ან ამ ერთეულებში ჩასაბარებელი გზავნილებისთვის;

  5 (ხუთი) სამუშაო დღე მისი მიღებიდან - სპეციალურ ადმინისტრაციულ ერ- თეულში მიღებული ან ამ ერთეულებში ჩასაბარებელი გზავნილებისთვის;

 

10.2. საერთაშორისო   გამავალი   წერილობითი კორესპონდენციის დანიშნულების ქვეყანაში გაგზავნის/შესვლის და მისი ამ ქვეყანაში ადრესატისათვის ჩაბარების ვადები

10.2.1.  საქართველოდან გაგზავნილი წერილობითი კორესპონდენციის  დანიშნულების ქვეყანაში შესვლის ვადებია:

 

ა) ევროპა:

     „საქართველოს ფოსტის“ მიერ მარტივი წერილობითი კორესპონდენციის  ქ.თბილისის ადმინისტრაციულ ერთეულში მიღებიდან - 4 (ოთხი)სამუშაო დღე;

     „საქართველოს ფოსტის“ მიერ მარტივი წერილობითი კორესპონდენციის  საქართველოს ტერიტორიაზე (გარდა ქ. თბილისსა და სპეციალურ ადმინისტრაციულ ერთეულებში მიღებული გზავნილებისა) მიღებიდან - 5 (ხუთი) სამუშაო დღე;

     „საქართველოს ფოსტის“ მიერ მარტივი წერილობითი კორესპონდენციის სპეციალურ ადმინისტრაციულ ერთეულებში მიღებიდან - 6 (ექვსი) სამუშაო დღე;

 

ბ) დანარჩენი მსოფლიო

     „საქართველოს ფოსტის“ მიერ მარტივი წერილობითი კორესპონდენციის  ქ.თბილისის ადმინისტრაციულ ერთეულში მიღებიდან - 5 (ხუთი)სამუშაო დღე;

     „საქართველოს ფოსტის“ მიერ მარტივი წერილობითი კორესპონდენციის  საქართველოს ტერიტორიაზე (გარდა ქ. თბილისსა და სპეციალურ ადმინისტრაციულ ერთეულებში მიღებული გზავნილებისა) მიღებიდან - 6 (ექვსი) სამუშაო დღე;

     „საქართველოს ფოსტა“-ს  მიერ მარტივი წერილობითი კორესპონდენციის სპეციალურ ადმინისტრაციულ ერთეულებში მიღებიდან - 7 (შვიდი) სამუშაო დღე;

 

10.2.2.  საქართველოდან გაგზავნილი წერილობითი კორესპონდენციის დანიშნულების ქვეყანაში ჩაბარების ვადები განისაზღვრება მიმღები ქვეყნის მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისად, რომელიც ქვეყნების მიხედვით მერყეობს 2-დან 20 სამუშაო დღემდე.