მომხმარებლის სახელმძღვანელო

კარი I . ზოგადი დებულებები / თავი 1. შესავალი
მუხლი 1. გამოყენების სფერო და საქმიანობის სამართლებრივი საფუძველი


1.1. „მომხმარებლის სახელმძღვანელო“ წარმოადგენს იმ პირობების ერთობლიობას, რომელსაც „საქართველოს ფოსტა“ სთავაზობს მომხმარებელს, საფოსტო-საკურიერო მომსახურების განხორციელებისას.

1.2. ამ დოკუმენტით განსაზღვრული დებულებები  წარმოადგენს „საქართველოს ფოსტის“ სტანდარტულ პირობებს.

1.3. ხელშეკრულება საფოსტო მომსახურების განხორციელების შესახებ სტანდარტული პირობებით დადებულად ითვლება, „საქართველოს ფოსტის“ მიერ საფოსტო გზავნილის მიღებისა და მომხმარებლის მიერ საფოსტო მომსახურების საფასურის გადახდის მომენტიდან.

1.4. „საქართველოს ფოსტის“ მიერ საფოსტო პროდუქტების მომხმარებელთან ინდივიდუალური  ხელშეკრულების  გაფორმების შემთხვევაში, ამ დოკუმენტითა და ინდივიდუალური ხელშეკრულებით  განსაზღვრულ დებულებებს შორის შეუსაბამობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ინდივიდუალური ხელშეკრულების პირობებს.

1.5. „საქართველოს ფოსტა“ ამ დოკუმენტით განსაზღვრული დებულებებით მომხმარებლისთვის მომსახურების გაწევისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, მსოფლიო საფოსტო კავშირის აქტებით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობითა და შპს „საქართველოს ფოსტის“ მიერ შემუშავებული შიდა რეგულაციებით.