კარიერა

შპს „საქართველოს ფოსტა“ აცხადებს სერვისცენტრის მენეჯერის ვაკანსიას შუახევში

გამოქვეყნებულია: 10 მარტი 2017  /  ძალაშია: 31 მარტი 2017

ძირითადი მოვალეობები:

·        სერვისცენტრის ხელმძღვანელობა, მისი გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა;

·        კლიენტებისათვის საფოსტო მომსახურების გაწევის კოორდინირება;

·        სერვისცენტრში კლიენტების  მაღალი სტანდარტით მომსახურების უზრუნველყოფა;

·        დაქვემდებარებულ თანამშრომლებს შორის ფუნქცია-მოვალეობების განაწილება, მათი სამუშაოს კოორდინირება, შესასრულებელი სამუშაოს ზედამხედველობა;

·        სერვისცენტრის საქმიანობის შესახებ სტატისტიკური მონაცემების წარმოება, მათი ანალიზი და შესაბამისი ანგარიშების მომზადება.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

·        უმაღლესი განათლება;

·        3 წლიანი სამუშაო გამოცდილება, მათ შორის ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება, სასურველია გაყიდვების ან კლიენტთა მომსახურების სფეროში;

·         ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა;

·        რუსული და ინგლისური ენების ცოდნა კარგ სამუშაო დონეზე;

·        MS პროგრამების ცოდნა.

 

უნარ–ჩვევები:

·        მართვისა და ხელმძღვანელობის უნარი;

·         სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;

·         თანამშრომლების მოტივაციისა და განვითარების უნარი;

·        ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმოების უნარი;

·        გამართულად მეტყველების უნარი;

·         წერითი კომუნიკაციის უნარი;

·        მომსახურების ხარისხზე და კლიენტზე ორიენტირებულობა;

·        ინიციატივა;

 

კანდიდატთა შერჩევა:

კანდიდატები გაივლიან შერჩევის ორ ეტაპს:

-        კანდიდატთა შერჩევა რეზიუმეებისა და კანდიდატის განცხადის ფორმების საფუძველზე;

-        გასაუბრება.

 

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ შეავსოთ კანდიდატის განაცხადის ფორმა და თქვენს რეზიუმესთან (CV) ერთად გამოაგზავნოთ შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: vacancy@gpost.ge  გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი. დაუკავშირდებით მხოლოდ შესაბამის კანდიდატებს, რომლებიც გამოგზავნიან სრულყოფილად შევსებულ განაცხადის ფორმას რეზიუმესთან ერთად.

 

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 31.03.2017