კარიერა

შპს „საქართველოს ფოსტა“ აცხადებს სისტემური ადმინისტრატორის ვაკანსიას

გამოქვეყნებულია: 12 აპრილი 2019  /  ძალაშია: 30 აპრილი 2019

სამუშაო ადგილი - ქ. თბილისი.

 

·         სერვერული ინფრასტრუქტურის მოწყობა და განვითარება;

·         სერვერების  ადმინისტრირება;

·       ინფრასტრუქტურული სერვისების გამართვა, ინფრასტრუქტურაში დაცული მონაცემთა ბაზების მონიტორინგი და სარეზერვო სისტემის შექმნა და ადმინისტრირება, მონაცემთა რეზერვირება და დაარქივება;

·         არსებული ინფრასტრუქტურის მონიტორინგი;

·         შიდა კომუნიკაციის პროგრამული უზრუნველყოფის სერვერებისა, და ანტივირუსულ სისტემების მართვა.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

·         განათლება - უმაღლესი განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების ან ფიზიკა- მათემატიკის მიმართულებით; 

·         სამუშაო გამოცდილება - სისტემურ ადმინისტრატორად მუშაობის მინიმუმ 3  წლიანი გამოცდილება; 

·         HP, IBM Blade Server Administration  მუშაობის გამოცდილება;

·         WMware, install, configure, manage მუშაობის გამოცდილება;

·         Microsoft Active Directory, DNS, Terminal Service, WSUS, File Server, IIS, Office Communicator, Skype for Business, Exchange Server, Microsoft Cluster Service მუშაობის გამოცდილება;

·         Linux,postfix, apache, nginx, samba მუშაობის გამოცდილება;

 

უნარ–ჩვევები:

·         სამუშაოს დაგეგმვის და ორგანიზების უნარი;

·         პრობლემის იდენტიფიკაციის და გადაჭრის უნარი;

·         პრიორიტეტების განსაზღვრისა და დროის მართვის უნარი;

·         დამოუკიდებლად და გუნდურად  მუშაობის უნარი;

·         ანალიტიკური აზროვნების უნარი.

 

კანდიდატთა შერჩევა:

კანდიდატები გაივლიან შერჩევის ორ ეტაპს:

-          კანდიდატთა შერჩევა რეზუმეებისა და კანდიდატის განცხადის ფორმების საფუძველზე;

-          გასაუბრება.

 

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ შეავსოთ კანდიდატის განაცხადის ფორმა და გამოაგზავნოთ რეზიუმესთან (CV) ერთად შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: vacancy@gpost.ge  გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - სისტემური ადმინისტრატორი.

 

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 30.04.2019