კარიერა

შპს „საქართველოს ფოსტა“ აცხადებს რეალიზატორის/სარეზერვო რეალიზატორის ვაკანსიას

გამოქვეყნებულია: 3 აპრილი 2019  /  ძალაშია: 30 აპრილი 2019

სამუშო ადგილი - ქ. თბილისი.

 

სამუშაო განრიგი - ორშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათი - 08:00 საათიდან 20:00 საათამდე,  სამშაბათი, პარასკევი - 08:00 – 20:30, შაბათი - 08:00 – 18:00; კვირა -დასვენების დღე.

 

ანაზღაურება - 400 – 500 ლარი (გამომუშავებით)

 

ძირითადი მოვალეობები:

ჯიხურში პროდუქციის მომხმარებლისათვის გაცნობა, მისი მახასიათებლების ახსნა და რეალიზაცია.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები :

 

·         სასურველია უმაღლესი განათლება ნებისმიერი პროფილით;

·         უპირატესობა მიენიჭება გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილებას.

 

უნარ ჩვევები:

 

·         ქართულ ენაზე გამართული წერის და მეტყველების უნარი;

·         გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი;

·         პასუხისმგებლობის გრძნობა;

·         დეტალებზე ორიენტირებულობა;

·         კლიენტზე ორიენტირებულობა.

 

 

კანდიდატთა შერჩევა:

 

კანდიდატები გაივლიან შერჩევის რამდენიმე ეტაპს:

 

·         ჯგუფური გასაუბრება;

·         სტაჟირება 2 კვირა.

 

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ან კანდიდატის განაცხადის ფორმა შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე : vacancy@gpost.ge

 

გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება რეალიზატორი, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

 

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა  30.04.2019