კარიერა

შპს „საქართველოს ფოსტა“ აცხადებს კურიერის ვაკანსიას

გამოქვეყნებულია: 11 იანვარი 2019  /  ძალაშია: 31 იანვარი 2019

სამუშაო ადგილი - თბილისი

ანაზღაურება - 650 ლარი

 

ძირითადი მოვალეობები:

·         საკურიერო მომსახურების გაწევა როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისათვის;

·         სხვადასხვა სახის საფოსტო გზავნილების აღრიცხვა, ადრესატისათვის მიწოდება და არსებული წესის შესაბამისად გადაცემა.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

·         ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა;

·         მართვის მოწმობა A ან A1 კატეგორია;

(კანდიდატმა უნდა იცოდეს მოტოციკლის მართვა);

·         საგზაო ნიშნებისა და უსაფრთხოების წესების ცოდნა.

 

უნარ–ჩვევები:

·         სამუშაოს დაგეგმვისა და დროის მართვის უნარი;

·         სიახლის ათვისების უნარი;

·         ყურადღება დეტალების მიმართ;

·         მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;

·         გუნდური მუშაობა;

·         სტრესულ სიტუაციაში ეფექტურად მუშაობის უნარი.

 

კანდიდატთა შერჩევა:

კანდიდატები გაივლიან შერჩევის ორ ეტაპს:

-          კანდიდატთა შერჩევა რეზიუმეებისა და კანდიდატის განცხადის ფორმების საფუძველზე;

-          გასაუბრება;

-          სტაჟირება 2 კვირა.

 

 

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ შეავსოთ კანდიდატის განაცხადის ფორმა და გამოაგზავნოთ რეზიუმესთან (CV) ერთად შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: vacancy@gpost.ge  გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

 

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა  31.01.2019