კარიერა

შპს „საქართველოს ფოსტა“ აცხადებს პერსონალის ადმინისტრირების სპეციალისტის ვაკანსიას

გამოქვეყნებულია: 5 ოქტომბერი 2018  /  ძალაშია: 19 ოქტომბერი 2018

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი   

 

ძირითადი მოვალეობები:

·        პერსონალთან შრომითი ურთიერთობისათვის დოკუმენტების მომზადება;

·        შრომითი ანაზღაურების დაანგარიშება;

·        პერსონალთან კომუნიკაცია ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკის, დანერგილი სისტემის, მოქმედი წესებისა და პროცედურების შესახებ;

·        პერსონალისათვის კონსულტაციის გაწევა HR პროცესებთნ დაკავშირებით.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

·        უმაღლესი განათლება - ბაკალავრიატი;

·        მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება HR ადმინისტრირების იმართულებით;

·        მონაცემთა ბაზებში  მუშაობის გამოცდილება;

·        შრომის კოდექსის ცოდნა;

·        MS პროგრამების ცოდნა (აუცილებელია MS Excel-ის ცოდნა მაღალ დონეზე).

უნარ–ჩვევები:

·        სამუშაოს დაგეგმვის/პრიორიტეტების განსაზღვრისა და ორგანიზების, დროის ეფექტურად დაგეგმვის უნარი;

·        გამართულად მეტყველების, კომუნიკაციისა, მათ შორის წერითი კომუნიკაციის უნარი; 

·        შედეგზე ორიენტაცია;

·        ყურადღება დეტალების მიმართ.

 

კანდიდატთა შერჩევა:

კანდიდატები გაივლიან შერჩევის ორ ეტაპს:

 

-        კანდიდატთა შერჩევა რეზუმეებისა და კანდიდატის განცხადის ფორმების საფუძველზე;

-        გასაუბრება.

 

 

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ შეავსოთ კანდიდატის განაცხადის ფორმა და გამოაგზავნოთ რეზიუმესთან (CV) ერთად შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: vacancy@gpost.ge გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი. დავუკავშირდებით მხოლოდ შესაბამის კანდიდატებს, რომლებიც გამოგზავნიან სრულყოფილად შევსებულ განაცხადის ფორმას რეზიუმესთან ერთად.

 

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 19.10.2018