კარიერა

შპს "საქართველოს ფოსტა" აცხადებს კომპანიის საქმიანობის მონიტორინგის სპეციალისტის ვაკანსიას სამეგრელოსა და ზემო სვანეთის რეგიონში

გამოქვეყნებულია: 12 ივლისი 2018  /  ძალაშია: 9 აგვისტო 2018

ძირითადი სამუშაო ადგილი - ქ. ზუგდიდი

 

ძირითადი მოვალეობები:

·        კომპანიაში მიმდინარე პროცესების მონიტორინგი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობებისა და ფულადი სახსრების აღრიცხვისა და ნაშთების კონტროლის გზით;

·        საფოსტო გზავნილებზე კომპანიის  რეგულაციებით  გათვალისწინებული პროცედურებისა და ვადების დაცვის მდგომარეობის შემოწმება, მათ შორის, ადგილზე ფაქტობრივი მდგომარეობის შემოწმებით, ადრესატების მისამართებზე გამოკითხვით, საკონტროლო გზავნილების გამოყენებით და სხვა საშუალებებით;

·        დეპარტამენტებისა და მასზე დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულების, ასევე  სავაჭრო ქსელის  გეგმიური და არაგეგმიური ინსპექტირება;

·        კომპანიის საცალო სარეალიზაციო ობიექტების ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობა;

·        დარღვევების შესახებ დასკვნებისა და ანგარიშების მომზადება;

·        საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა ამოცანების შესრულება.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ü  უმაღლესი განათლება;

ü  მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება, მონიტორინგის ან მის მომიჯნავე სფეროში;

ü  ქართული ენის ცოდნა;

ü  MS Office პროგრამების კარგ დონეზე ცოდნა;

ü  ავტომობილის მართვის მოწმობა.


უნარ-ჩვევები:

ü  გადაწყვეტილების დროულად და დამოუკიდებლად მიღების უნარი;

ü  ყურადღება დეტალების მიმართ;

ü  სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;

ü  მონიტორინგისა და ანალიზის უნარი;

ü  წერითი კომუნიკაციის უნარი;

კანდიდატები გაივლიან შერჩევის რამდენიმე ეტაპს:

ü  კანდიდატთა შერჩევა რეზიუმეებისა და კანდიდატის განაცხადის ფორმების საფუძველზე;

ü  გასაუბრების პირველი ეტაპი;

 

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ შეავსოთ კანდიდატის განაცხადის ფორმა და გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: vacancy@gpost.ge  გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - მონიტორინგის სპეციალისტი.

 

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა  09.08.2018