კარიერა

შპს „საქართველოს ფოსტა“ აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე

გამოქვეყნებულია: 8 ივნისი 2018  /  ძალაშია: 22 ივნისი 2018

სამუშაო ადგილი - ქ. თბილისი

 

ძირითადი მოვალეობები:

-        მარკეტინგის სამსახურის მართვა, მისი გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა;

-        კომპანიის სამოქმედო გეგმის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;

-        მარკეტინგული ბიუჯეტის დაგეგმვა და შესრულების კოორდინირება;

-        მარკეტინგის განვითარების სტრატეგიის შემუშავება, მონიტორინგი და შედეგების ეფექტურობის ანალიზი;

-        ბრენდის ეფექტური წარმოჩენის მიზნით მარკეტინგული ღონისძიებების დაგეგმვა, სამოქმედო გეგმის გაწერა მენეჯმენტთან შეთანხმებით და მარკეტინგის გუნდთან ერთად მათი განხორციელება;

-        სარეკლამო აქტივობების დაგეგმვა და სარეკლამო კომპანიებთან ურთიერთობა;

-        სამუშაოსთან დაკავშირებული სხვა საქმიანობების მართვა და კონტროლი.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

·        უმაღლესი განათლება;

·        მარკეტინგის მიმართულებით 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება, მათ შორის ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;

·        რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;

·        MS პროგრამების ცოდნა.

 

უნარ–ჩვევები:

·      ლიდერობა და გუნდის მართვა;

·      სამუშაოს დაგეგმვის და ორგანიზების უნარი;

·      ეფექტური კომუნიკაციის უნარი;

·      გუნდური მუშაობის უნარი;

 

კანდიდატთა შერჩევა:

კანდიდატები გაივლიან შერჩევის ორ ეტაპს:

-        კანდიდატთა შერჩევა რეზუმეებისა და კანდიდატის განცხადის ფორმების საფუძველზე;

-        გასაუბრება.

 

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ შეავსოთ კანდიდატის განაცხადის ფორმა და თქვენს რეზიუმესთან (CV) ერთად გამოაგზავნოთ შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: vacancy@gpost.ge  გთხოვთ, ელ. ფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - მარკეტინგის სამსახურის უფროსი. დავუკავშირდებით მხოლოდ შესაბამის კანდიდატებს, რომლებიც გამოგზავნიან სრულყოფილად შევსებულ განაცხადის ფორმას რეზიუმესთან ერთად.

 

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა  - 22.06.2018