კარიერა

შპს „საქართველოს ფოსტა“ აცხადებს ხარისხის მართვის მენეჯერის ვაკანსიას

გამოქვეყნებულია: 28 მაისი 2018  /  ძალაშია: 25 ივნისი 2018

ძირითადი მოვალეობები:

·        ხარისხის მართვის სტანდარტების შემუშავების, დანერგვისა და  ეფექტური ფუნქციონირებისათვის საჭირო საქმიანობების დაგეგმვა და განხორციელება;

·        კომპანიის მიერ წარმოებული სამუშაოების/მომსახურების ხარისხის   დადგენილ სტანდარტებთან შესაბამისობისა და სამუშაო ინსტრუქციების დაცვის  კონტროლი;

·        პროდუქციის ხარისხის სტანდარტებისა და ხარისხის მართვის სისტემის შემუშავების/ცვლილების/ადაპტირების სტრატეგიული და ფუნქციონალური გეგმის შემუშავება;

·        მომხმარებლისგან მიღებული უკუკავშირის მონაცემების ანალიზი.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

·        უმაღლესი განათლება;

·        3 წლიანი სამუშაო გამოცდილება ხარისხის მართვის სფეროში;

·        სასურველია ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი  გამოცდილება;

·        რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;

·        შესაბამისი კანონმდებლობისა და ნორმატიული აქტების ცოდნა.

 

უნარ–ჩვევები:

·      სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;

·      გუნდის მართვის უნარი;

·      ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმოების უნარი;

·      ანალიტიკური აზროვნება.

 

კანდიდატთა შერჩევა:

კანდიდატები გაივლიან შერჩევის ორ ეტაპს:

 

-        კანდიდატთა შერჩევა რეზიუმეებისა და კანდიდატის განცხადის ფორმების საფუძველზე;

-        გასაუბრება.

 

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ შეავსოთ კანდიდატის განაცხადის ფორმა და თქვენს რეზიუმესთან (CV) ერთად გამოაგზავნოთ შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: vacancy@gpost.ge  გთხოვთ, ელ. ფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

 

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 25.06.2018