კარიერა

შპს „საქართველოს ფოსტა“ აცხადებს ელექტრონული შესყიდვების სპეციალისტის ვაკანსიას

გამოქვეყნებულია: 13 აპრილი 2018  /  ძალაშია: 11 მაისი 2018

სამუშაო ადგილი - ქ. თბილისი

 

ძირითადი მოვალეობები:

-          სახელმწიფო შესყიდვების გეგმით გათვალისწინებული საქონლის, მომსახურებისა და სამუშაოების შესყიდვა ელექტრონული ტენდერის, კონკურსის და კონსოლიდირებული ტენდერის საშუალებით „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად;

-          სატენდერო დოკუმენტაციის, სატენდერო კომისიის სხდომის ოქმებისა და წერილების მომზადება;

-          მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით ელექტრონული ტენდერისათვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და ერთიან სისტემაში ატვირთვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

·         სავალდებულო საგანმანათლებლო საფეხური – ბაკალავრიატი;

·         2 წლიანი სამუშაო გამოცდილება სახელმწიფო შესყიდვების სფეროში;

·         ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა;

·         უპირატესობად ჩაითვლება რუსული და ინგლისური ენების ცოდნა კარგ სამუშაო დონეზე;

·         სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის ცოდნა;

·         MS Office პროგრამების ცოდნა.

 

უნარ–ჩვევები:

·         სამუშაოს დაგეგმვის და ორგანიზების უნარი;

·         მოლაპარაკებების წარმოების უნარი;

·         ანალიზის უნარი;

·         შედეგზე ორიენტირებული.

 

კანდიდატთა შერჩევა:

კანდიდატები გაივლიან შერჩევის ორ ეტაპს:

-          კანდიდატთა შერჩევა რეზუმეების საფუძველზე;

-          გასაუბრება.

 

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ შეავსოთ კანდიდატის განაცხადის ფორმა და გამოაგზავნოთ რეზიუმესთან (CV) ერთად შემდეგი ელ-ფოსტის მისამართზე: vacancy@gpost.ge. გთხოვთ, ელ-ფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება “ელექტრონული შესყიდვების სპეციალისტი“.

  

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა  11.05.2018