კარიერა

შპს „საქართველოს ფოსტა“ აცხადებს სერვისცენტრის მენეჯერის ვაკანსიას ბათუმში

გამოქვეყნებულია: 26 მარტი 2018  /  ძალაშია: 20 აპრილი 2018

ძირითადი მოვალეობები:

·        სერვისცენტრის ხელმძღვანელობა: სერვის ცენტრის სამუშაო პროცესის დაგეგმვა და მისი კონტროლი;

·        კლიენტებისათვის საფოსტო მომსახურების გაწევის კოორდინირება და მონიტორინგი

·        სერვისცენტრში კლიენტების  მაღალი სტანდარტით მომსახურების უზრუნველყოფა

·        დაქვემდებარებულ თანამშრომლებს შორის ფუნქცია-მოვალეობების განაწილება, მათი სამუშაოს კოორდინირება, შესასრულებელი სამუშაოს ზედამხედველობა

·        სერვისცენტრის საქმიანობის შესახებ სტატისტიკური მონაცემების წარმოება, მათი ანალიზი და შესაბამისი ანგარიშების მომზადება.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

·        უმაღლესი განათლება

·        3 წლიანი სამუშაო გამოცდილება, მათ შორის ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება, სასურველია გაყიდვების ან კლიენტთა მომსახურების სფეროში

·        ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა

·        რუსული და ინგლისური ენების ცოდნა კარგ სამუშაო დონეზე

·        MS პროგრამების ცოდნა.

 

უნარ–ჩვევები:

·        მართვისა და ხელმძღვანელობის უნარი

·         სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი

·         თანამშრომლების მოტივაციისა და განვითარების უნარი

·        ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმოების უნარი

·        გამართულად მეტყველების უნარი

·         წერითი კომუნიკაციის უნარი

·        მომსახურების ხარისხზე და კლიენტზე ორიენტირებულობა

·        ინიციატივა

 

კანდიდატთა შერჩევა:

კანდიდატები გაივლიან შერჩევის ორ ეტაპს:

-        კანდიდატთა შერჩევა რეზიუმეებისა და კანდიდატის განცხადის ფორმების საფუძველზე;

-        გასაუბრება.

 

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ შეავსოთ კანდიდატის განაცხადის ფორმა და თქვენს რეზიუმესთან (CV) ერთად გამოაგზავნოთ შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: vacancy@gpost.ge  გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

 

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა  20.04.2018