კარიერა

შპს „საქართველოს ფოსტა“ აცხადებს ქოლცენტრის ოპერატორის ვაკანსიას

გამოქვეყნებულია: 26 მარტი 2018  /  ძალაშია: 20 აპრილი 2018

ძირითადი მოვალეობები:

·        ქოლცენტრში შემოსული ზარების მომსახურება/გადამისამართება;

·        მომხმარებლისთვის საინფორმაციო, საკონსულტაციო და  გზავნილის საძიებო მომსახურების გაწევა;

·         მომხმარებლისაგან შეკვეთის მიღება საფოსტო მომსახურების გარკვეული სახეობების განხორციელებაზე  და მისი გადაცემა  დანიშნულებისამებრ;

·        მომხმარებლის სატელეფონო მომსახურების მაღალი სტანდარტის დაცვა.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

·        უმაღლესი განათლება (ნებისმიერი მიმართულებით)

·        6 თვიანი სამუშაო გამოცდილება; უპირატესობა მიენიჭება გაყიდვების ან/და მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილებას.

·        ქართულ ენაზე გამართული მეტყველება;

·        აუცილებელია რუსული ან/და ინგლისური ენების ცოდნა.

 

ძირითადი უნარ–ჩვევები:

·        სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;

·        მომსახურების ხარისხზე და კლიენტზე ორიენტირებულობა;

·        დეტალებზე ორიენტირებულობა;

·        კომუნიკაციის უნარი;

·        გამართულად მეტყველება;

·        გუნდური მუშაობა;

·        პროგრამაში, მონაცემეთა ბაზებში სწრაფად მუშაობის უნარი.

 

კანდიდატთა შერჩევა:

კანდიდატები გაივლიან შერჩევის რამდენიმე ეტაპს:

-                   ჯგუფური გასაუბრება

-                   ინდივიდუალური გასაუბრება

-                   ტესტირება

-                   სტაჟირება

 

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ შეავსოთ კანდიდატის განაცხადის ფორმა და გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: vacancy@gpost.ge  გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - „ქოლცენტრის ოპერატორი“.

 

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 20.04.2018