კარიერა

შპს „საქართველოს ფოსტა“ აცხადებს ქოლცენტრის ოპერატორის ვაკანსიას (რეზერვი)

გამოქვეყნებულია: 7 თებერვალი 2018  /  ძალაშია: 28 თებერვალი 2018

ძირითადი მოვალეობები:

·        ქოლცენტრში შემოსული ზარების მომსახურება/გადამისამართება;

·        მომხმარებლისთვის საინფორმაციო, საკონსულტაციო და  გზავნილის საძიებო მომსახურების გაწევა;

·         მომხმარებლისაგან შეკვეთის მიღება საფოსტო მომსახურების გარკვეული სახეობების განხორციელებაზე  და მისი გადაცემა  დანიშნულებისამებრ;

·        მომხმარებლების მაღალი სტანდარტით მომსახურება.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

·        სასურველია უმაღლესი განათლება ნებისმიერი პროფილით;

·        სასურველია 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება; უპირატესობა მიენიჭება გაყიდვების ან/და მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილებას.

·        ქართულ ენაზე გამართული მეტყველება;

·        აუცილებელია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა.

 

ძირითადი უნარ–ჩვევები:

·        სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;

·        მომსახურების ხარისხზე და კლიენტზე ორიენტირებულობა;

·        დეტალებზე ორიენტირებულობა;

·        კომუნიკაციის უნარი;

·        გამართულად მეტყველება;

·        გუნდური მუშაობა;

·        პროგრამაში, მონაცემეთა ბაზებში სწრაფად მუშაობის უნარი.

 

კანდიდატთა შერჩევა:

კანდიდატები გაივლიან შერჩევის რამდენიმე ეტაპს:

-              ჯგუფური გასაუბრება ;

-              ტესტირება;

-              ინდივიდუალური გასაუბრება;

-             სტაჟირება.

 

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ შეავსოთ კანდიდატის განაცხადის ფორმა და გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: vacancy@gpost.ge  გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - „ქოლცენტრის ოპერატორი“. დავუკავშირდებით მხოლოდ შესაბამის კანდიდატებს, რომლებიც გამოგზავნიან სრულყოფილად შევსებულ განაცხადის ფორმას რეზიუმესთან ერთად.

 

 

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 28.02.2018