User Manual

კარი V . EMS გზავნილი / თავი 12. EMS გზავნილის დამატებითი სერვისები
მუხლი 48. EMS გზავნილის არასამუშაო საათებში მიღება

48.1.დამატებითი სერვისი „  EMS გზავნილის არასამუშაო საათებში მიღება“-ს არჩევის უფლება აქვს მხოლოდ „საქართველოს ფოსტა“-ს იმ მომხმარებლებს, რომლებთანაც  დადებულია  ხელშეკრულება - შესაბამისი პირობით.

48.2. „EMS გზავნილის  არასამუშაო საათებში მიღება“ გულისხმობს გამგზავნის შესაძლებლობას გადასცეს „საქართველოს ფოსტა“-ს   EMS გზავნილი სამუშაო დღეებში (გარდა შაბათისა)  17.00-დან 19.00 საათამდე პერიოდში. არასამუშაო საათებში მიღებული ამანათის  ჩაბარების ვადის ათვლა იწყება მომდევნო სამუშაო დღიდან.

 

48.3. EMS გზავნილის  არასამუშაო საათებში მიღებას „საქართველოს ფოსტა“ ახორციელებს  გამგზავნის  მისამართზე, მხოლოდ ქ. თბილისის ადმინისტრაციული ერთეულის ფარგლებში.