User Manual

კარი V . EMS გზავნილი / თავი 11. EMS გზავნილის მიღება/გაგზავნა და ჩაბარება
მუხლი 44. EMS გზავნილის დამატებითი დებულებები

44.1. EMS გზავნილის  მოძრაობის თაობაზე ინფორმაციის მოპოვება მომხმარებელს შეუძლია  როგორც თავად, (კომპანიის ვებ-გვერდის საშუალებით),  ასევე „საქართველოს ფოსტა“-თვის მომართვის საფუძველზე. მომხმარებელს ასევე საშუალება აქვს სურვილის შემთხვევაში მოახდინოს საერთაშორისო გამავალი  EMS გზავნილის  გადამისამართება, ხოლო  მისი „საქართველოს ფოსტა“-ს  მიზეზით დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში, დადგენილი წესის შესაბამისად აინაზღაუროს ზარალი.