User Manual

კარი IV . ამანათი / თავი 7. რეგისტრირებული ამანათის მიღება/გაგზავნა და ჩაბარება
მუხლი 26. რეგისტრირებული ამანათის მიღება/გაგზავნის და ჩაბარების ვადები

26.1.   რეგისტრირებული (მათ შორის დაზღვეული) ადგილობრივი და საერთაშორისო  შემომავალი ამანათის  საქართველოს ტერიტორიაზე ჩაბარების (შეტყობინების დატოვების) ვადები:

 

26.1.1.   რეგისტრირებული  (მათ შორის დაზღვეული) ადგილობრივი და საერთაშორისო  შემომავალი ამანათის საქართველოს ტერიტორიაზე ჩაბარების (შეტყობინების დატოვების) ვადებია:

Ø 3 (სამი)სამუშაო დღე მისი მიღებიდან - გარდა სპეციალურ ადმინისტრაციულ ერთეულში მიღებული  ან ამ ერთეულებში ჩასაბარებელი  გზავნილებისათვის;

Ø 5 (ხუთი) სამუშაო დღე მისი მიღებიდან - სპეციალურ ადმინისტრაციულ ერთეულში მიღებული ან ამ ერთეულებში ჩასაბარებელი გზავნილებისათვის.

26.2. რეგისტრირებული  (მათ შორის დაზღვეული) საერთაშორისო  გამავალი ამანათის  დანიშნულების ქვეყანაში გაგზავნის/შესვლის და მისი ამ ქვეყანაში ადრესატისათვის ჩაბარების ვადები

26.2.1.საქართველოდან გაგზავნილი რეგისტრირებული  (მათ შორის დაზღვეული) ამანათის დანიშნულების ქვეყანაში შესვლის  ვადებია:

ა) ევროპა:

Ø  „საქართველოს ფოსტა“-ს  მიერ რეგისტრირებული ამანათის  ქ. თბილისის ადმინისტრაციულ ერთეულში მიღებიდან - 4 (ოთხი)სამუშაო დღე;

Ø  „საქართველოს ფოსტა“-ს  მიერ რეგისტრირებული ამანათის  საქართველოს ტერიტორიაზე (გარდა ქ. თბილისსა და  სპეციალურ ადმინისტრაციულ ერთეულებში მიღებული  გზავნილებისა) მიღებიდან - 5 (ხუთი)  სამუშაო დღე;

Ø  „საქართველოს ფოსტა“-ს  მიერ  რეგისტრირებული ამანათის  სპეციალურ ადმინისტრაციულ ერთეულებში მიღებიდან - 6 (ექვსი)  სამუშაო დღე;

 

ბ) დანარჩენი მსოფლიო 

Ø  „საქართველოს ფოსტა“-ს  მიერ რეგისტრირებული ამანათის  ქ. თბილისის ადმინისტრაციულ ერთეულში მიღებიდან - 5 (ხუთი)სამუშაო დღე;

Ø  „საქართველოს ფოსტა“-ს  მიერ რეგისტრირებული ამანათის  საქართველოს ტერიტორიაზე (გარდა ქ. თბილისსა და  სპეციალური ადმინისტრაციული ერთეულებში მიღებული  გზავნილებისა) მიღებიდან - 6 (ექვსი)  სამუშაო დღე;

Ø  „საქართველოს ფოსტა“-ს  მიერ რეგისტრირებული ამანათის  სპეციალური ადმინისტრაციული ერთეულებში მიღებიდან - 7 (შვიდი)  სამუშაო დღე;

26.2.2. საქართველოდან გაგზავნილი ამანათის დანიშნულების  ქვეყანაში ჩაბარების  ვადები განისაზღვრება მიმღები ქვეყნის მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისად, რომელიც ქვეყნების მიხედვით მერყეობს 2-დან 20 სამუშაო დღემდე.

 

26.2.3.საქართველოდან გაგზავნილი  რეგისტრირებული ამანათის  დანიშნულების  ქვეყანაში ჩაუბარებლობის შემთხვევაში, იგი ბრუნდება უკან გამომგზავნთან, დანიშნულების ქვეყნის მიერ დადგენილ ვადებში დაწესით.